reportiori.ge - გივი თარგამაძე: ძალიან მიხარია, რომ პუტინს ჩემი ეშინია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:30
პოლიტიკა
გივი თარგამაძე: ძალიან მიხარია, რომ პუტინს ჩემი ეშინია
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 13:43

რუსულ „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში,  უმცირესობის წარმომადგენელი, გივი თარგამაძე  უკრაინისა და სხვა ქვეყნების რევოლუციებში მონაწილეობაზე საუბრობს. მაგრამ რუსეთში პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა თითქმის შეუძლებლად მიაჩნია.

„რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა,  პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ძნელია. უკრაინისა და სხვა ქვეყნების მსგავსად უბრალოდ ფიზიკურად ვერ ჩავდივარ მოსკოვში. ადრე ამ ქვეყანაში საერთოდ არ  გვიშვებდნენ, ახლა რათქმაუნდა შემიშვებენ მაგრამ უკან ვეღარ დავბრუნდები. რუსეთის  სიტუაცია ძალიან განსხვავდება  ყოფილი  საბჭოთა კავშირის ქვეყნებისგან.   მინდა ხაზი გავუსვა,  რევოლუციის ექსპორტი შეუძლებელია, შეიძლება მხოლოდ კონსულტაციებისა და გამოცდილების გაზიარება. ხოლო, დანარჩენი პროცესი ადგილობრივი მოსახლეობის  გადასაწყვეტია. ქვეყნის ოპოზიცია ძალიან სუსტია, მე მაქვს სურვილი მათი გაცნობისა, მაგრამ რა პრობლემებთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული თქვენც ნახეთ. მათთან  სხვა მეთოდით დაკავშირების არანაირი მცდელობა არ მქონია. ჩემ მშობლიურ ქვეყანაში იმდენი რამ არის მოსაგვარებელი რომ სხვა საკითხებზე საფიქრებლად დროც არ მრჩება. მინდა ავღნიშნო, რომ თუკი მე რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებთან ვითანამშრომლებდი,  ყველა ჩვენი კონსულტაციაები დემოკრატიული ნორმის ჩარჩოებს არ გასცდებოდა.  მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია რომ თვითონ პუტინს და მის ხელისუფლებას ჰქონდეს იმდენი საქმე, საქართველოს შიდა პროცესებში არ ჩაერიოს.  არ გამიკვირდება თუ „ეგვიპტური რევოლუციის" მსგავსი გადატრიალება რუსეთშიც მოხდება."

უმცირესობის წევრი პუტინის მიმართ დამოკიდებულებაზეც საუბრობს.

„ვერ გეტყვით რომ პუტინს პატივს ვცემ.  რომ გითხრათ, მის  მიერ ჩემი სახელის ხსენებაზე ავღრფთოვანდი  მოგატყუებთ. თუმცა, თუ რუსეთის პრეზიდენტს  პოლიტიკურ პროცესებში  ჩემი მონაწილეობის ეშინია, ეს ძალიან კარგია."-აცხადებს თარგამაძე. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016