reportiori.ge - ვიქტორ დოლიძე: ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას ეკისრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:50
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას ეკისრება
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 10:34


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ  დააკმაყოფილა პროკურორ ფატუ ბენსუდას მოთხოვნა 2008 წლის ომის გარემოებების გამოძიების შესახებ. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ვიქტორ დოლიძემ.


ჰააგის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ქართული მხარის მიერ მიწოდებული არგუმენტაცია, დარწმუნებული ვარ, მყარი იყო, რასაც ჰააგის სასამართლო ვერ გაექცა. ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას ეკისრება და დეოკუპაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ჰააგაში ინტენსიური მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა მიღებულ იქნას საბოლოო გადაწყვეტილება. ეს, საერთაშორისო ასპარეზზე, დეოკუპაციის თვალსაზრისით, საქართველოს ხელში მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


„20/30"-ში სტუმრობისას ვიქტორ დოლიძე ასევე შეეხო რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების თემას. მას მიაჩნია, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო და მხარეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რაზე საუბრობენ.


მხარეებმა უნდა ვიცოდეთ, რაზე ვსაუბრობთ. თუ დეოკუპაციაზე, ცხინვალსა და აფხაზეთში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო დაბრუნებაზე ვისაუბრებთ, ეს ჩვენს მოლაპარაკებებში გარღვევა იქნება, მაგრამ თუ მათ მიზანს მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ახლა არსებული სტატუს-ქვოს დატოვება წარმოადგენს, ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, რითაც ქულას მხოლოდ ლავროვი და მისი უწყება ჩაიწერს. მე ამის წინააღმდეგი ვარ", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016