მსოფლიო
ავიაკატასტროფა ყაზახეთში
28 იანვარი, 2016. 10:49
ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრ რუსლან იმანყულოვის განცხადებით, ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვერტმფრენი, რომლითაც ერთი წლის ბავშვი დედასთან ერთად რეგიონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რადარებიდან გუშინ ღამე გაქრა.
სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ცნობით, სამუშაოებში 500 ადამიანი და 70 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.
ბორტზე სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის მფრინავი, ორი ექიმი, ქალი და ბავშვი.
ვერტმფრენის ნამსხვრევები და დაღუპულთა ცხედრები დღეს დილით აღმოაჩინეს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40