reportiori.ge - ირაკლი სესიაშვილი: სხვა საკითხია, რამდენად მოახერხებს ჰააგის სასამართლო იმ პირების დასჯას, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 09:20
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: სხვა საკითხია, რამდენად მოახერხებს ჰააგის სასამართლო იმ პირების დასჯას, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 11:58


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ჰააგის სასამართლოს მიერ დადგენა, საერთაშორისო განწყობებსა და რეალობაზე გავლენას მოახდენს.



ჰააგის სასამართლო ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე განაჩენს არ გამოიტანს. ჰააგის სასამართლო, პროკურატურა, კონკრეტული დანაშაულების მიხედვით მოქმედებს და კონკრეტულ დამნაშავეებს ადგენს. ის ფაქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს, ეს არის: ეთნოწმენდა, წამება, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, არადამიანური მოპყრობა, სხვა სამხედრო დანაშაულები, არის უტყუარი, ამაზე უამრავი მტკიცებულება არსებობს. ის, რომ ასეთი ფაქტები დადგინდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, შეტანილია მრავალი სარჩელი. მათი უმრავლესობა არის ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია, რომ ასეთი ფაქტები დადგინდეს. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად მოახერხებს ჰააგის სასამართლო იმ პირების დასჯას, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016