reportiori.ge - კახა კალაძე „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებზე განმარტებებს აკეთებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 09:37
პოლიტიკა
კახა კალაძე „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებზე განმარტებებს აკეთებს
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 15:59


ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანის მილი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი მოცულობის გამტარიანობას. თუ ინვესტიციები განხორციელდება მომავალში, ბუნებრივია, ეს პრობლემა მოგვარდება.


როგორც კახა კალაძემ რადიო „თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, გაზის დანაკლისის კომპენსირებისთვის საქართველო რუსული აირის 10 პროცენტს იღებს. ახლა კი „გაზპრომმა" შემოგვთავაზა ფულად გადასახადზე გადასვლა.


„ზამთრის და ზაფხულის დისბალანსი გვაქვს. ჩვენს ქვეყანაში ზამთარში ბევრად უფრო მეტ აირს იყენებენ, ვიდრე გაზაფხულზე და ზაფხულში. აზერბაიჯანის მილი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი მოცულობის გამტარიანობას.  თუ ინვესტიციები განხორციელდება მომავალში, ბუნებრივია, ეს პრობლემა მოგვარდება. იმ დანაკლისს, რაც გვაქვს, კომპენსირება სჭირდება. აქამდე რუსული აირის 10 პროცენტს ვიღებდით და ამით ვფარავდით. ახლა „გაზპრომი" გვთავაზობს ფულად გადასახადზე გადასვლას. რასაკვირველია, ეს ჩემთვის სიახლე იყო. როდესაც ჩამოვედით თბილისში, შევიკრიბეთ და განვიხილეთ ეს თემა, გავაანალიზეთ, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ მოვაწერდით ხელს ამ კონტრაქტს. არის თუ არა შესაძლებლობა, მისცეს სომხეთს აირი ირანის გავლით. დღესდღეობით ეს საშუალება არის.  მათ შეუძლიათ, მისცენ მილიარდი კუბური მეტრი სომხეთს ირანის გავლით", - განაცხადა კახა კალაძემ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016