reportiori.ge - ზურაბ კუკულაძე: ჩვენს მოქალაქეებს დავიცავთ და ფინანსურ-პოლიტიკურ კლანებს დავამარცხებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:52
პრეს-დაიჯესტი
ზურაბ კუკულაძე: ჩვენს მოქალაქეებს დავიცავთ და ფინანსურ-პოლიტიკურ კლანებს დავამარცხებთ
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 16:49



„აფბას" ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ონლაინ-კაზინოების აკრძალვაზე საუბრობს და აღნიშნული მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. როგორც კუკულაძემ „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა, კარგია, რომ პრემიერ-მინისტრიც აღნიშნულის მომხრეა და ეს თემა წინ წამოსწია.


„ონლაინ-კაზინოების აკრძალვაზე 2013 წელს იყო ლაპარაკი პარლამენტისა და მთავრობის დონეზეც, მაგრამ სათამაშო ბიზნესის ლობისტებმა ეს საკითხი ჩაახშეს და მიაჩუმათეს. ახლა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელახლა წამოსწია ეს თემა და მისასალმებელია, თავად პრემიერი რომ არის მომხრე. კი, ვიცით, რომ სერიოზულ ფინანსურ და პოლიტიკურ ძალას ვუპირისპირდებით, ძალიან გავლენიან ძალებს ქვეყანაში, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს და თუ ხალხი დაგვიდგა გვერდით, თუ ერთად ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ უთუოდ მოვერევით და ჯერ სერიოზულ შეზღუდვებს დავუწესებთ ონლაინ-კაზინოებს, მკაცრ რეგულაციებში მოვაქცევთ, ამით ჩვენს მოქალაქეებს დავიცავთ, შემდეგ კი ავკრძალავთ და ამ ფინანსურ-პოლიტიკურ კლანებს დავამარცხებთ", - განაცხადა კუკულაძემ.

 

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

წყარო:   „ალია"




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016