reportiori.ge - გია აბდალაძე: ვისი ჩვენებების საფუძველზე დაგვიჭირეს, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება, წარმოდგენაც კი არ გვაქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 06:09
სამართალი
გია აბდალაძე: ვისი ჩვენებების საფუძველზე დაგვიჭირეს, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება, წარმოდგენაც კი არ გვაქვს
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 18:43


სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე გრიფის მოხსნა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. თუმცა ფოტორეპორტიორებმა ამ საქმეზე გრიფის მოხსნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. გრიფის მოხსნას და გამამართლებელ განაჩენს 3 ფოტორეპორტიორი მეოთხე წელია ითხოვს.


„დავისაჯეთ ძალიან მკაცრად ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო. ჩვენ ვართ სინდისის პატიმრები", - აცხადებს ირაკლი გედენიძე.

 

„საერთოდ ვისი ჩვენებების საფუძველზე დაგვიჭირეს, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება, წარმოდგენაც კი არ გვაქვს ამ პროცესზე", - აცხადებს გია აბდალაძე.

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.


„პირდაპირ მართავდა ამ პროცესს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება. მაშინ მიმაჩნდა და დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, ამ საქმეზე იყო პოლიტიკური მოტივაციები და პირდაპირ იყო ეს დაგეგმილი სცენარი. ფოტოკორესპონდენტები იყვნენ უდანაშაულოები იმ ბრალდებაში, რასაც მათ ედავებოდნენ. ეს იყო ჯაშუშობა - უმძიმესი ბრალდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ ფოტოგრაფების საქმეს გრიფს ერთპიროვნულად ვერ მოხსნიან, ვინაიდან ამ საქმეში სხვადასხვა უწყება მონაწილეობს. გრიფის მოხსნის მიზანშეწონილობაზე უწყებაში პასუხებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდებიან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016