„მართალია, საპარლამენტო უმრავლესობა დავტოვე, მაგრამ „ქართული ოცნების" მტერი ნამდვილად არ ვარ", - ამის შესახებ „მწვანეთა პარტიის" ლიდერი აცხადებს. გიორგი გაჩეჩილაძე მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინიციატივას, „მწვანეთა პარტიისა" და სოციალ-დემოკრატიული პარტიის კოალიციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილს, რომელიც ამ პარტიების კოალიციაში გაწევრანების მოწინააღმდეგეა, გიორგი გაჩეჩილაძე მას ურჩევს, „ქართულ ოცნებასთან" კონსტუქციულად მოთანამშრომლე პარტიებზე „ბოღმით და ღვარძლით ნუ ისაუბრებს".
„პირდაპირ გეტყვით- ძალიან უცნაურ კითხვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ლევან ბერძენიშვილი კოალიციაში პროდასავლური პარტიების გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. „მწვანეთა პარტია" დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაციაა, ისევე როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტია, ამიტომ გაუგებარია ლევან ბერძენიშვილის უარყოფითი პოზიცია", - აცხადებს გაჩეჩილაძე.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)