reportiori.ge - ზურაბ კუკულაძე: ონლაინ-კაზინოებმა წაგების ლიმიტები უნდა დააწესონ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:56
პრეს-დაიჯესტი
ზურაბ კუკულაძე: ონლაინ-კაზინოებმა წაგების ლიმიტები უნდა დააწესონ
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 20:33



ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ონლაინ-კაზინოების დარეგულირების კონცეფციაზე მუშაობს. როგორც „აფბას" ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აცხადებს, საქართველოში სხვადასხვა ონლაინ-კაზინოში 400 000 ადამიანია დარეგისტრირებული. კუკულაძე მიიჩნევს, რომ თავდაპირველად ონლაინ-კაზინოებზე გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს და შემდეგ სრულად უნდა აიკრძალოს. მისივე თქმით, ონლაინ-კაზინოებმა პირველ ეტაპზე წაგების ლიმიტი უნდა დააწესონ და არ უნდა ჰქონდეს თამაშის უფლება იმ ადამიანს, რომელსაც შემოსავალი არ გააჩნია.

 

„საქართველოში 400 000 ადამიანია დარეგისტირებული სხვადახვა ონლაინ-კაზინოებში. ეს კატასტროფული ციფრია ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკური თვალსაზრისით, ონლაინ-კაზინოები არაფრის მომტანია. ისინი არ იხდიან არანაირ მოსაკრებელს, განსხვავებით რეალური კაზინოებისგან. მათზე სახელმწიფო კონტროლი ფაქტობრივად არ არსებობს. ასე გადის საქართველოს ეკონომიკიდან ძალიან ბევრი მილიონი. 2015 წელს 2 მილიარდამდე ავიდა ონლაინ-კაზინოებში ბრუნვა. ამხელა ფული ისეთ სივრცეშია, რომელიც ეკონომიკის განვითარებას არ ხმარდება.

 

მიგვაჩნია, რომ არასწორი იქნება ონლაინ-კაზინოების აკრძალვის მოთხოვნა ამ ეტაპზე. ჩვენ ვთვლით, რომ პირველ ეტაპზე უნდა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები და მერე გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე - აკრძალვაზე. ონლაინ-კაზინოებმა უნდა დააწესონ წაგების ლიმიტები, მაგალითად, ნორვეგიაში ეს ლიმიტი 300 ევროა. გარდა ამისა, თუ მოთამაშეს არ აქვს შემოსავალი, მას არ უნდა ჰქონდეს თამაშის უფლება. თუ აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლის გარკვეული პროცენტის წაგების უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ", - განაცხადა ზურაბ კუკულაძემ.

 

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „ალია"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016