reportiori.ge - მიხეილ გიორგაძე: ვწუხვარ, რომ არაჯანსაღი აჟიოტაჟი შეიქმნა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:03
კულტურა
მიხეილ გიორგაძე: ვწუხვარ, რომ არაჯანსაღი აჟიოტაჟი შეიქმნა...
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 02:47



საქართველოს კულუტრის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წუხილს გამოთქვამს იმის, რომ ოპერის განახლებული თეატრის გახსნის მოსაწვევებთან დაკავშირებით არაჯანსაღი  აჟიოტაჟი შეიქმნა. მისივე თქმით მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, გენერალურ სპონსორს საპატიო ადგილები ეთმობა, თუმცა ბატონი ივანიშვილის თხოვნით, ეს ადგილები საოპერო ხელოვნების ყველაზე ღვაწლმოსილ ადამიანებს დაეთმობათ.

 

 

„მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, გენერალურ სპონსორს საპატიო ადგილები ეთმობა. საპრეზიდენტო ლოჟა არ არსებობს. არსებობს ყველაზე საპატიო ცენტრალური ლოჟა, რომელსაც სამეფო ლოჟას ეძახიან. ის ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ "ქართუს" წარმომადგენლობას შევთავაზეთ, რადგან სამუშაოები მთლიანად "ქართუს" ფინანსური უზრუნველყოფით მიმდინარეობდა. თუმცა, ბატონი ივანიშვილის თხოვნით, ეს ადგილები საოპერო ხელოვნების ყველაზე ღვაწლმოსილ ადამიანებს ეთმობათ, რითაც ყველაფერი ნათქვამია. მისი უწმინდესობა, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები პარტერში განთავსდებიან. ვწუხვარ, რომ არაჯანსაღი აჟიოტაჟი შეიქმნა, რითაც ამ დიდი დღესასწაულის დაკნინება სურთ.

 

 

კულტურის სამინისტრო, თეატრის ხელმძღვანელობასთან ერთად, მოსაწვევების განაწილების პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ყველაზე დიდი აქცენტი თეატრის თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე გაკეთდა, რომელთა ცხოვრება და პროფესიული საქმიანობაც თეატრთანაა დაკავშირებული. დარბაზის 80 % ამ პრინციპით ივსება. მოწვეულნი არიან ადამიანები, რომლებიც 6 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და თეატრს მეორე სიცოცხლე აჩუქეს. ასევე - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი პარტნიორები, რომლებთანაც თეატრი თანამშრომლობას აპირებს.

 

 

მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. დასი გენერალურ რეპეტიციებს გადის. დაგეგმილია საინტერესო მედიატური, ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შესახებ. ჩემი ინფორმაციით, რეაბილიტაციასა და ტექნიკურ აღჭურვილობაზე 40 მილიონი დოლარი დაიხარჯა, რის შედეგადაც, ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი გვაქვს არა მხოლოდ ევროპის, არამედ, მსოფლიო მასშტაბით. ხელმძღვანელობას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს და წინ საინტერესო სპექტაკლები გველოდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი რეჟისორები თეატრში არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებენ",- ამბობს მიხეილ გიორგაძემ.

 

 

 

წყარო: „20/30 news"


 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016