2015 წლის თებერვალს Wall Street Journal-მა გამოაცხადა, რომ "ეფლი" ელექტრომანქანის შექმნას გეგმავდა. ავტომობილის შექმნაზე ასობით ადამიანი მუშაობს, მათ შორის პიროვნებები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Ford-ი და Mercedes-ი.
ელექტროავტომობილის პორექტი Project Titan-ის სახელით მოიხსენიება. მის აღზევებაზე Tesla-ს 50-მდე ინჟინერი მუშაობს. მისი დიზაინის შესარჩევად კონკურსიც კი ჩატარდა. ერთადერთი, რაც ვიცით, ის არის, რომ მის დახვეწილობას წყალი არ გაუვა.
"ეფლის" პირველი მანქანა 2019 წელს გამოჩნდება ქუჩებში. "ეფლის" მიზანი, თვითმართვადი ავტომიბლის შექმნაა. დროის სვლასთან ერთად, დიადი Tesla და Google-ი, იმ ფაქტს იაზრებენ, რომ ძალიან ძნელია ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც ადამიანის ჩარევის გარეშე, სრულყოფილად მართავს ავტომობილს.
წყარო: „ipress"