საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის საქართველოში მსუბუქი სასჯელებია გათვალისწინებული, მაშინ როდესაც ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში რეგულაციები უფრო მკაცრია.
აღნიშნულის კონტექსტში მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა სთხოვა.
„მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, იქნებ გადახედოთ, რას ითვალისწინებს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ჩვენი კოდექსი. რამდენადაც ვიცი, იქ არის ფულადი ჯარიმები, თუ სხვა ასეთი საკმაოდ მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა, რომ მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ, მაგრამ ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული. იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.