reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია სამართლიანი არჩევნების ჩატარება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:53
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია სამართლიანი არჩევნების ჩატარება
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 10:29


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარდაბნის გამგებლის არჩევნებს გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა ყველა დამკვირვებელს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მიულოცა გამარჯვებულს.



ძალიან კარგია, რომ გამარჯვებულმა კანდიდატმა განაცხადა - ის იქნება ყველას გამგებელი. ეს მისასალმებელი განცხადებაა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნების დროს იყო გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ და მოვუწოდო ყველა მხარეს, მათ შორის, მმართველი ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა. ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვეთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის პოზიცია, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ მართლაც ევროპული ქვეყანა, მაღალი კულტურის ქვეყანა და მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება წამოვიდეს და ვიღაცას შეიძლება, მართლაცდა აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ ძალას და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია და ძალგვიძს მართლაც სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016