პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა ლარის კურსზე დადებით ეფექტს მოიტანს
29 იანვარი, 2016. 10:34
„საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობა მიმდინარეობს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა საგადასახადო რეფორმის ნაწილია, რაც თავის მხრივ ლარის კურსზე დადებით ეფექტს მოიტანს.
„რა თქმა უნდა, ამაზე ვმსჯელობთ. საგადასახადო რეფორმის, ანუ ესტონურ მოდელზე გადასვლის ერთ-ერთი კომპონენტი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაა და ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ საგადასახადო რეფორმის, რაც თავის მხრივ, ლარის კურსზეც დადებით ეფექტს მოიტანს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ეკონომისტების ნაწილი ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირებას ურჩევს.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27