პოლიტიკა
2016 წლის არჩევნებისთვის მხოლოდ ერთი სპეცუბანი, ავღანეთში გაიხსნება
29 იანვარი, 2016. 11:09
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სპეცუბნები აღარ იქნება. ამის შესახებ სპეციალური კანონპროექტი თავდაცვის სამინისტრომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. როგორც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, 2016 წლის არჩევნებისთვის მხოლოდ ერთი სპეცუბანი - ავღანეთში გაიხსნება.
მისივე განცხადებით, ჯარისკაცები ხმას იმ სამოქალაქო უბნებზე მისცემენ, სადაც დარეგისტრირებული არიან. ის სამხედროები კი, რომლებიც ბაზაზე სამუშაო პროცესში იქნებიან, ხიდაშელის ინფორმაციით, სამინისტრო მათ როტაციას უზრუნველყოფს და ისინი ხმას ასევე სამოქალაქო უბნებზე მისცემენ. თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს და დეპუტატებს შენიშვნები არ ექნებათ.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27