reportiori.ge - ეკა ბესელია: PACE-ს რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია გაკეთებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:08
პოლიტიკა
ეკა ბესელია: PACE-ს რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია გაკეთებული
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 11:51


ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია გაკეთებული.



ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ნაციონალური მოძრაობის" წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის გამოსვლას, რომელმაც სხდომის მონაწილეებს რეზოლუციაში შესატანად საქართველოს შესახებ კრიტიკული შესწორებები წარუდგინა, „საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებად" აფასებს.



საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია მთელ დოკუმენტში. აღნიშნულია, რომ საქართველოში ვითარება შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. ამაზე მომხსენებელი აკეთებს კონკრეტულ ჩანაწერს. საქართველოსთან დაკავშირებით არ არის კონკრეტული დარღვევის ფაქტი, არ არის არცერთი ნეგატიური შეფასება და არ არის არცერთი ნეგატიური მაგალითი. ჩიორა თაქთაქიშვილის მხრიდან იყო საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.



ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ ქვეყნებში უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ რეზოლუცია გუშინ მიიღო. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016