„და ვინ გაგვცემს პასუხს - რატომ მიიღო საქართველომ ასეთი შეფასება? ვინმე იღებს ამაზე პასუხისმგებლობას?" - ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტზე შეკითხვას სოციალურ ქსელში სვამს:
„მეოთხე წელია - რით ვერ დაალაგეთ რეალური სიტუაციის მიტანისა და რეზოლუციებში ასახვის საქმე - სტრასბურგში? სამწუხაროა...
მართლა რომ ხდებოდეს ასეთი ამბები, რაიმე სისტემურ პრობლემასთან რომ გვქონდეს საქმე, კიდევ მესმის - მაგრამ ადვოკატის ცემის (1 ფაქტი) ფაქტზე, რომელსაც ძალიან ადეკვატური რეაგირება მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან - ასეთი შეფასება დაიმსახუროს ქვეყანამ - მიუღებელია.
პასუხები გაეცით საზოგადოებას - ერთმა მხარემაც და მეორემაც. პასუხებს ველით - პასუხებს, ახსნას და განმარტებებს!!!" - წერს ყანდიაშვილი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარების გაუარესების ნიშნებია.
„არის ვითარების გაუარესების საგანგაშო ნიშნები გარკვეულ წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. კერძოდ, შეინიშნება საჯარო თავდასხმები, ცნობილ უფლებადამცველებზე შესაძლო კომპრომატული მასალების გასაჯაროების საფრთხეები და ადვოკატების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის, ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, მათ შორის იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ", - აღნიშნულია დოკუმენტში.