reportiori.ge - ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტი: 2014-2015 წლებში საქართველო აგრძელებდა სტაბილურ პროგრესს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:01
მსოფლიო
ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტი: 2014-2015 წლებში საქართველო აგრძელებდა სტაბილურ პროგრესს...
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 12:59


საქართველოსა და „მდგრადი განვითარების და ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობის სპეციალური სისტემის" („GSP+") ბენეფიციარი კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ, სხვადასხვა კონვენციისა და შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიამ ერთობლივი სამუშაო დოკუმენტი გამოაქვეყნა. სამუშაო დოკუმენტში საუბარია საქართველოს პროგრესულ გზასა და დარჩენილ პრობლემებზე, რომელიც ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება.


„2014-2015 წლებში საქართველო აგრძელებდა სტაბილურ პროგრესს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით, თუმცა ზოგიერთ სფეროში მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება და ისინი მომავალში უნდა გადაიჭრას.

 

მნიშვნელოვანი მიღწევები იყო 2014 წლის მუნიციპალური არჩევნების სათანადოდ ჩატარების კუთხით, გაიზარდა სასამართლო დამოუკიდებლობა, სისხლის სამართლის ჰუმანიზაცია მოხდა, პროგრესი იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მხრივ შესაბამისი კოდექსის მიღებით, ციხეებში გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა და გაუმჯობესდა პატიმრების მოპყრობის კუთხით არსებული ვითარება. ამას გარდა, გაძლიერდა პარლამენტის როლი. 2014 წლის დეკემბერში პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა ჩატარდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო რეფორმის ინიცირება მოხდა. მიუხედავად ყველა პროგრესისა, მნიშვნელოვანი ხარვეზები რამდენიმე სფეროში კვლავ რჩება.

 

სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლების უფლებების პატივისცემა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციას მომავალში კვლავ დასჭირდება ყურადღება.


თანამდებობის ბოროტად გამოყენების მხრივ პასუხისმგებლობის ნაკლებობა, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

 

დისკრიმინაცია და ძალადობა ქალების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობა კვლავ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.


შეინიშნება შევიწროვებისა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების, განსაკუთრებით მუსლიმების, არატრადიციული რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისა და იეჰოვას მოწმეების მიმართ.

 

მცირეწლოვანთა და დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, განათლების ხარისხის დონე კი დაბალი. ასევე მაღალი რჩება ბავშვთა სიღარიბის დონეც.

 

საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად რჩება ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულება. გარდა ამისა, უფრო მეტი პოლიტიკური სტაბილურობა შესაძლოა კარგი წამქეზებელი მიზეზი გახდეს ეკონომიკისთვის.

 

რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ გადასაჭრელია იმისათვის, რომ ახალი ინსპექცია გახდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისი", - აღნიშნულია დოკუმენტში.


დოკუმენტში ასევე განხილულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016