reportiori.ge - გურამ გირგვლიანი: ვითხოვ სალაყაიას, დონაძის, სანოძის და ყველა იმ წევრის დაკავებას, ვინც სუფრაზე იმყოფებოდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:47
სამართალი
გურამ გირგვლიანი: ვითხოვ სალაყაიას, დონაძის, სანოძის და ყველა იმ წევრის დაკავებას, ვინც სუფრაზე იმყოფებოდა!
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 13:30


ოქროყანაში მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი ითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, ვინც მისი შვილის მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდა. განცხადება გირგვლიანმა ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში გააკეთა:


„გამოძიება მიმდინარეობს, ერთი პროცესი დასრულებულია და ახლა მიმდინარეობს მეორე პროცესი დათა ახალაიას მიმართებაში, ასევე სააკაშვილის და ადეიშვილის ამ პროცესში მონაწილეობის საქმეზე. ველოდებით, რომ გაეცეს პასუხი კითხვებს, რა მოხდა ოქროყანის სასაფლაოზე, ვინ იყო სანდროსთან, ვინ მოკლა სანდრო?! ერთი ნამდვილად ვიცით, დაკვეთა მოდის „შარდენ ბარის" სუფრიდან, პირადად სალაყაიას დაკვეთა იყო! დამტკიცებულია, ორი პროცესი ჩატარდა, სადაც მელნიკოვმა პირდაპირ დაადო ხელი სალაყაიას! ვითხოვ სალაყაიას, დონაძის, სანოძის და ყველა წევრის დაკავებას, ვინც სუფრაზე იმყოფებოდა! დათა ახალიამ უბრძანა მელნიკოვს და მელნიკოვმაც აღასრულა!" - ამბობს გირგვლიანი ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში.


შეგახსენებთ, ოლეგ მელნიკოვი საპროცესო გარიგებით პატიმრობიდან გათავისუფლებულია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016