reportiori.ge - მიხეილ ჯანელიძის კომენტარი რუს კოლეგასთან შეხვედრის თაობაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:57
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძის კომენტარი რუს კოლეგასთან შეხვედრის თაობაზე
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 14:29


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კომენტარს აკეთებს რუს კოლეგასთან - სერგეი ლავროვთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე. ჯანელიძე ამბობს, რომ შეხვედრა შეიძლება შედგეს, თუ იქნება შესაბამისი გარემოებები და შესაბამისად მომზადებული:


„შეხვედრას სჭირდება შესაბამისი გარემოება და მომზადება, ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ახლა ვერ ვისაუბრებ.


ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ რუსეთთან, რუს ხალხთან გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები, როგორც ეს აღნიშნა ასევე ბატონმა ლავროვმა და რასაც მივესალმებით. ჩვენ გვაქვს კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძელით გარკვეული დადებითი შედეგების მიღწევა, მათ შორის, ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.

 

საქართველო ყოველთვის იყო და რჩება ღია რუსული ბიზნესისათვის და საერთაშორისო ურთიერთობებისათვის, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს სურვილს, გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ხელს უშლის საერთაშორისო კონფლიქტი, რომლის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, გამოდევნილია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა და ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიბზე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მთავრობის მიერ ვერ ხდება ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

საერთაშორისო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით მოგეხსენებათ, შექმნილია ჟენევის ფორმატი. ჩვენთვის ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის უზრუნველყოფს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული მიდგომისა, კონფლიქტის მეორე მხარის პოზიციების გამო ვერ ხერხდება", - განაცხადა ჯანელიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016