საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველა ადამიანს აქვს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მათ შორის უმრავლესობის წევრსაც.
„მე ვარ ნდობით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, საქართველოს პარლამენტის მხრიდან. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მათ შორის უმრავლესობის წევრსაც", - განაცხადა ჯანელიძემ.
რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნიჭიერი მინისტრია, თუმცა სერგეი ლავროვთან შესახვედრად საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია.