reportiori.ge - საარჩევნო პერიოდში განმეორებით ჩადენილი დარღვევებისას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა, სისხლის სამართლის სანქციით შეიცვალოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:44
სამართალი
საარჩევნო პერიოდში განმეორებით ჩადენილი დარღვევებისას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა, სისხლის სამართლის სანქციით შეიცვალოს
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 14:57


საარჩევნო პერიოდში განმეორებით ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა, სისხლის სამართლის სანქციით შეიცვალოს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დავალებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.



მე ეს დავალება მივიღე. იგი უკვე გადაცემულია ჩემს სამინისტროში, სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკურ დეპარტამენტებში, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას, რომ ჩავხედოთ, როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში და მაქსიმალური აქცენტი (და ასეთი იყო შინაარსიც პრემიერ-მინისტრის დავალების) გაკეთდეს ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც წინასაარჩევნო ან არჩევნების დროს მიმდინარე პროცესს ეხება და არამხოლოდ ადმინისტრაციული სანქციების მიმართულებით ვიფიქროთ, არამედ ვიფიქროთ იმაზეც, როდესაც ერთხელ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი არ შეიცვლის ქცევის წესს, მაშინ რა შეიძლება მოხდეს? არ არის გამორიცხული სისხლის სამართლის სანქციაც. ეს არის დავალება, რომელიც მივიღეთ, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ გამოსავალს და პასუხებს.
საარჩევნო გარემო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაუმჯობესებული, სამაგალითო უნდა იყოს, ასევე, ბოლომდე დაცვლილი ძალადობისგან, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, რადგან ეს არის შეჯიბრი, ხოლო არჩევანს აკეთებს ამომრჩეველი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.



საარჩევნო პერიოდში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრების წინადადებით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა და იუსტიციის მინისტრს კანონმდებლობის სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად გადახედვა სთხოვა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016