საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე NATO-ს ვარშავის სამიტისა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
სხდომას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.