„მოწმე გავხდით და კიდევ ერთელ დავინახეთ „ნაციონალური მოძრაობის" რეალური რეიტინგი!" - „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" საუბრისას გარდაბნის არჩევნების შედეგებს აფასებს და ამასთან, აცხადებს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადება:
„რა დაგვანახა და მოგვცა გუშინ ჩატარებულმა არჩევნებმა? - პირველ რიგში, დავინახეთ დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი. ასევე დავინახეთ, რომ დასავლური ღირებულებები და დემოკრატიის განვრცობა ჩვენი ხელისუფლების არჩევანია და მისი განვითარება შეუქცევად პროცესს წარმოადგენს.
ასევე მოწმე გავხდით და კიდევ ერთელ დავინახეთ „ნაციონალური მოძრაობის" რეალური რეიტინგი! რეალობაა ის, რომ მათ არ გაჩნიათ არანაირი რესურსი, გამჭვირვალე არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც დრო გადის, მით უფრო ეცემა მათი რეიტინგი და არ არის შორს ის დღე, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას" ვიხილავთ პარლამენტს გარეთ - მათი რეიტინგიდან გამომდინარე, ეს ლოგიკური იქნება.
მეორე მხრივ კი, ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ ხელისუფლებაში და შემდგომ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში „ნაციონალური მოძრობა" მუდამ ფიქრობდა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. მათთვის მეორეხარისხოვანი იყო სახელწიფო ინტერესები, შესაბამისად, მომავალში ისინი კვლავ მსგავს პოლიტიკას გააგრძელებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ კვლავ დარჩენენ პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ, მომავალში არ გამოვრიცხავ მათი მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებს.
გვაქვს გონივრული ეჭვი და ინფორმაცია, რომ ისინი მალე დაიწყებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რომელიც მიმართული იქნება არა რომელიმე პარტიის, არამედ სახელწიფოს წინააღმდეგ!" - აცხადებს ქადაგიძე.