reportiori.ge - გედევან ფოფხაძე: ცუდი ხელისუფლება მყავს თუ კარგი, რუსეთს უფლებას არ აძლევს, მოვიდეს და დამბომბოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:30
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: ცუდი ხელისუფლება მყავს თუ კარგი, რუსეთს უფლებას არ აძლევს, მოვიდეს და დამბომბოს!
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 17:34


„ჩვენ შესაძლოა გვყავდეს კარგი და ცუდი ხელისუფლებაც. მე ცუდი ხელისუფლება მყავს თუ კარგი, ეს რუსეთს უფლებას არ აძლევს, მოვიდეს და დამბომბოს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ „სააკაშვილის ავკარგიანობა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და არა ლავროვისა და პუტინის". აღნიშნული განცხადება ფოფხაძემ სერგეი ლავროვის საპასუხოდ გააკეთა, სადაც ლავროვმა მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარდა, რუსეთს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა".


თუმცა, გედევან ფოფხაძის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველომ უნდა ეძებოს საერთაშორისო კავშირები რუსეთთან და გამოიყენოს უკანასკნელი დიპლომატიური რესურსები.

 

„თუმცა, მიმაჩნია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვეძებოთ საერთაშორისო კავშირები რუსეთთან და არ უნდა იყოს საქართველოში განწყობა, რომ რადგან რუსეთი მტერია, მასთან მოლაპარაკება არ შეიძლება. ყოველთვის უკეთესია დიპლომატიის უკანასკნელი რესურსის გამოყენება, ვიდრე ომი და დაპირისპირება ვინმესთან.

 

აქ ორი ფაქტორია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ამ ორმა ფაქტორმა ერთმანეთი არ გადაკვეთოს. ერთი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ჩვენთვის არსებითია. მაგრამ, არის მეორე მხარეც, დიპლომატიური ურთიერთობების არქონა და დაძაბულობის ისეთი რეჟიმი, რომელშიც ჩვენ დღეს რუსეთთან ვიმყოფებით. ეს სიკეთეს არც საქართველოს აძლევს და არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან არის დაკავშირებული. თუ გვინდა, რომ შევდგეთ, როგორც სახელმწიფო, ყველა დიპლომატიური რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ეს ორი საკითხი ისე უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რომ ქვეყანამ მიიღოს სარგებელი და არა ზიანი. ეს, რა თქმა უნდა, დიპლომატების პროფესიული შესაძლებლობების საკითხია. უნდა ვეძებოთ რუსეთთან ურთიერთობის გზები, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში იმყოფება და მათთან გვჭირდება ისეთი ურთიერთობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა მსგავსი გზავნილი ადეკვატურად უნდა მივიღოთ და ვეცადოთ, რომ ის პრობლემები მოვაგვაროთ, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო იქმნება", - განაცხადა ფოფხაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016