reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებული ლობისტური საქმიანობის შედეგი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:52
პოლიტიკა
გელა ნიკოლაიშვილი: ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებული ლობისტური საქმიანობის შედეგი
29 იანვარი, 2016. 18:28


უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილება არ მომხდარა. მისი აზრით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში ასახული ინფორმაცია უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტური საქმიანობის წარმატებული შედეგია.


„ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" წარმატებული ლობისტური საქმიანობის შედეგი ევროსტრუქტურებში, ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს ასამბლეაში. უფლებადამცველების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება რომ უნდა იყოს და განსაკუთრებულად უნდა ითვალისწინებდნენ მათ მიმართ მოპყრობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ცუდი არ არის; პრევენციითვისაც კარგია, რომ უფლებადამცველები უფრო ხელგახსნილები იყვნენ თავიანთ საქმიანობაში. თუმცა, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ბოლო წლების განმავლობაში, ახალი ხელისუფლების პირობებში, რაიმე განსაკუთრებული გაუარესება არ შეიმჩნევა.

 

მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს ევროს სტრუქტურებამდე რეალური ინფორმაციის ჩატანისთვის, დადოს რეალური ფაქტები თავისი დასაბუთებით, თუ რა საშუალებები აქვს უფლებადამცველებს თავისუფლად მოქმედებისთვის, ესეც უნდა წარადგინოს და უფრო ფართოდ უნდა იყოს გაშუქებული და ხელმისაწვდომი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ეს ინფორმაცია", - განუცხადა „რეპორტიორს" ნიკოლაიშვილმა.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარების გაუარესების ნიშნებია.

 

არის ვითარების გაუარესების საგანგაშო ნიშნები გარკვეულ წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. კერძოდ, შეინიშნება საჯარო თავდასხმები, ცნობილ უფლებადამცველებზე შესაძლო კომპრომატული მასალების გასაჯაროების საფრთხეები და ადვოკატების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის, ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, მათ შორის იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ", - აღნიშნულია დოკუმენტში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016