reportiori.ge - ლალი მოროშკინა: ხელისუფლება მხოლოდ ერთ რამეშია დამნაშავე, რომ ჩიორასნაირები კიდევ გარეთ არიან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:03
პოლიტიკა
ლალი მოროშკინა: ხელისუფლება მხოლოდ ერთ რამეშია დამნაშავე, რომ ჩიორასნაირები კიდევ გარეთ არიან...
29 იანვარი, 2016. 18:56


სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ხელისუფლება დღემდე უკანონო მოსმენას ახორციელებს და რუსეთის მსგავს რიტორიკას იყენებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება. როგორც მოროშკინამ „რეპორტიორს" განუცხადა, „ნაციონალების" მხრიდან თითოეული ასეთი განცხადება მასშტაბური პროვოკაციაა.

 

„ყოფილი პრემიერ-მინისტრი მხოლოდ იმაშია დამნაშავე, რომ ჩიორასნაირები კიდევ გარეთ არიან. მათზე, როგორც რეჟიმის წარმომადგენლებზე, ნირნბერგის ტრიბუნალის ანალოგიური პროცესი უნდა ჩატარებულიყო და ყველა დასჯილიყო. „ნაციონალებმა" ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინეს.  მათ თაობები მოსპეს და გაანადგურეს. უაზრო კანონებიდან დაწყებული, მრავალი მძიმე დანაშაულით დამთავრებული. არასამთავრობო ორგანაზაციებს აკეთებინებდნენ და აკეთებინებენ ყველაფერს, რაც სურთ. სამწუხაროა, რომ ამ მხრივ სამართლიანობა არ აღდგა. იმ ადამიანებმა, რომლებიც რეჟიმს ვერძოდით, ამ რეჟიმის ნარჩენებისგან დღეს ასეთი უაზრო გამოსვლები მივიღეთ ევროპული ტრიბუნებიდან. სხვათაშორის, ორი კვირის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან და აბსოლუტურად საწინააღმდეგო განწყობა აქვთ ევროპელ პარლამენტარებს, ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებს დღემდე კატეგორიულად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ. შესაბამისად, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს დღევანდელ მთავრობას, ძალიან კარგად არიან განწყობილი და პოზიტიურად უყურებენ იმ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ჩვენ ნამდვილად ვდგავართ ევროპისკენ მიმავალ გზაზე. „ნაციონალებს" თვითონაც არ სჯერათ, რასაც ამბობენ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ისინი თავის დროზე რომ დასჯილიყვნენ, დესტრუქციული ელემენტებისგან გაცილებით უფრო გაწმენდილ საქართველოს მივიღებდით," - განაცხადა მოროშკინამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016