reportiori.ge - ვახტანგ ხმალაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტს არ ეთანხმება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:00
პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტს არ ეთანხმება
29 იანვარი, 2016. 19:19


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარების გაუარესების ნიშნებია. დოკუმენტში წერია, რომ შეინიშნება საჯარო თავდასხმები, ცნობილ უფლებადამცველებზე შესაძლო კომპრომატული მასალების გასაჯაროების საფრთხეები და ადვოკატების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის, ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, მათ შორის იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ.

 

 ამ საკითთხან დაკავშირებით, „რეპორტიორს" ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა.



„ადვოკატის ცემის ფაქტზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხოლოდ უარყოფითი შეაფასებები გავაკეთეთ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ხელისუფლება იცავდეს კანონს.

 

პოლიციის მხრიდან ძალაუფლების გადამეტების ფაქტი არა მხოლოდ ადვოკატის ცემის, არამედ სხვა შემთხვევები იყო და კანონით გათვალისწინებული ზომები ყველგან იქნა მიღებული. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს ხდება ყველგან.

 

სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველა ქვეყანაში ვერ მოქმედებს ისე, რომ მისი წარმომადგენლების მხრიდან არ მოხდეს კანონის დარღვევა. გამომდინარე შემთხვევათა რაოდენობიდან, არა მგონია, ასეთი შეფასება სწორი იყოს და ასე უნდა შეფასებულიყო საერთო რეალობა. ამიტომ ვფიქრობ, აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოგეხსენებათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში როგორი პროცესები მიდის, რომ არცთუ იშვიათად იქ შედის რეზოლუციის პროექტები, რომელშიც, მე ვერ ვიტყოდი, რა ყოველთვის ობიექტურად არის ვითარება შეფასებული, ეს პოულობს მხარადაჭერას და ჩვენ ამის მიზეზებიც ვიცით, რაც არის", - განაცხადა  ხმალაძემ.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა ასეთი შეფასება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მსგავსი კანონდარღვევები იქნეს მინიმუმამდე დაყვანილი.


„თუ საერთოდ არ იქნება ასეთი შემთხვევა, ცხადია, ეს იქნება იდეალური. ამიტომ საჭიროა პრევენციული ზომების მიღება. თუ ასეთი სახის დარღვევა ხდება, კანონიერი რეაგირება არის აუცილებელი და დამრღვევის დასჯა კანონის შესაბამისად. ყველაზე კარგი პრევენცია არის ის, რომ დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი. ეს უკვე ხელისუფლების ვალდებულებაა", - განუცხადა „რეპორტიორს" ხმალაძემ.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016