reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებთან ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:52
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებთან ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელა
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 21:30




ტურიზმის განვითარების პერსპექტივები,  სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსის ხარჯვის ეფექტურობა, ღონისძიებების კალენდარი და გაძლიერებული კამპანია ვიზიტორთა მოსაზიდად- ტურისტული სექტორის პრიორიტეტები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.


შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ტურისტთა მოსაზიდად  საჭიროა კამპანიის გაძლიერება, ასევე უნდა შემუშავდეს წლის ღონისძიებათა კალენდარი, რათა უქმე დღეებში და დღესასწაულებზე თბილისი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.


აქ ტურიზმის სფეროს დივერსიფიცირებული მიმართულებების წარმომადგენლები ბრძანდებით და გვინდა, რომ უმოკლეს ვადებში დავგეგმოთ გაძლიერებული კამპანია, რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის საქართველოში შემოსაყვანად. ამას გარდა, განვიხილოთ  სხვადასხვა ღონისძიების კალენდარი წლის განმავლობაში, რომ ყოველ უქმეზე თუ დღესასწაულზე თბილისში ხდებოდეს რაღაც საინტერესო, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს, როგორც რეგიონიდან, ისე შორეული ქვეყნებიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელიც გვინდა, რომ შემოგთავაზოთ და გვინდა თქვენი აზრი მოვისმინოთ ამ გეგმის შესახებ. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე წარმოგიდგენთ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსის ხარჯვის პრიორიტეტებს და გვინდა მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, თუ რამდენად ეფექტური იქნება ესხომ არ შევცვალოთ რაიმე ან როგორ მოვძებნოთ უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ეფექტური ხარჯვის გზა,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის  განმარტებით, მსგავს შეხვედრებს ექნება რეგულარული ხასიათი, რათა ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც სახელწიფო გადადგამს, შეთანხმებული იყოს სექტორის წამყვან კომპანიებთან.


ეს არ არის ერთჯერადი შეხვედრა. მინდა იცოდეთ, რომ გვექნება რეგულარული შეხვედრები, რათა ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც სახელმწიფო გადადგამს  ამ მიმართულებით, იყოს სექტორის წამყვან კომპანიებთან განხილული. რასაკვირველია აქ ყველა კომპანია არ არის წარმოდგენილი. ჩვენ ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც გავაგრძელებთ ამ განხილვებს,"-აღნიშნა პრემიერმა შეხვედრის დაწყების წინ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016