განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატს, გოჩა ჯამარაულს გამარჯვებას ულოცავს და „ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, რეალობას საბოლოოდ შეეგუონ.
„ქართულმა ოცნებამ თითქმის სამმაგი უპირატესობით დაამარცხა ნაციონალური მოძრაობა გარდაბნის არჩევნებში. ძალიან სამწუხაროა, რომ სხვა პოლიტ. ორგანიზაციებმა არ მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ არჩევნებში. საპარლამენტო არჩევნების წინ ეს იქნებოდა ყველაზე ობიექტური "კვლევა".
ვულოცავ „ქართული ოცნების" გუნდს და პირადად ბატონ გოჩა ჯამარაულს.
„ნაც. მოძრაობას" კი ვუსურვებ რეალობის მკვეთრ აღქმას და შეგუებას იმ ფაქტისადმი, რომ პოლიტიკურად მავნებელი ორგანიზაცია, რომელმაც ბევრი სიავე მოუტანა საქართველოს, ქრება პოლიტიკური რადარებიდან."- აღნიშნავს აბესაძე.
ჯამარაულის კონკურენტი არჩევნებში ბესიკ კახაბრიშვილი ("ნაციონალური მოძრაობა") იყო.