reportiori.ge - ნოდარ ხადური: არ ვამბობ, რომ ყველაფერი რიგზეა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:40
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: არ ვამბობ, რომ ყველაფერი რიგზეა...
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 23:26


ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით ლარის კურსი დღეს შედარებით გამყარდა, ხოლო სამინისტრო ვითარების გასაუმჯობესებლად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.


როგორც მინისტრმა გადაცემაში 2030 განაცხადა, ქვეყანა ეკონომიკურ ზრდას მაინც მოახერხებს.


„საქართველოში, ბოლო 25 წლის განმავლობაში, დოლარიზაციის მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო. დედოლარიზაცია ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც სერიოზული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. ჩვენი საგარეო ვაჭრობა დოლარზეა აგებული, მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საკუთარი ვალუტა აქვთ, ანუ ისინიც უფრო მეტად ენდობიან დოლარს, ვიდრე საკუთარ ვალუტას. ამ მხრივ, გამონაკლისი არ ვართ.


მე და ჩემს მოადგილეებს ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასების უფლება არ გვაქვს. ჩვენ კოორდინირებულად ვმოქმედებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო სხვა შედეგები გვექნებოდა. დღეს ლარი შედარებით გამყარდა და იმედი გვაქვს, საშუალო ვადიან პერიოდში, ეროვნული ვალუტა სერიოზულად გამყარდება. არ ვამბობ, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ვითარების გასაუმჯობესებლად 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. რეგიონში შექმნილ ვითარებაში, შარშან 3 %-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მოვახერხეთ." - განაცხადა ნოდარ ხადურმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016