საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელს განცხადებით თავდაცვის სამიისტროს კომპეტენციაში არ შედის სპეცუბნების შექმნა ან გაუქმება.
„თავდაცვის სამინისტრო სპეცუბნებს არც ქმნის და არც აუქმებს. თუ რომელიმე იურისტმა განაცხადა, რომ სპეცუბნები ჩვენ შევქმენით, მისი განათლების და დიპლომის ვალიდურობაში ეჭვს შევიტან. ამას აკეთებენ საარჩევნო კომისიები და მხოლოდ საარჩევნო კომისიები. ჩვენ მხოლოდ რეგისტრირებული სამხედრო მოსამსახურეების სიებს ვაწვდით. გარდაბანში კარგი მაგალითი მოხდა. საოლქო საარჩევნო კომისიამ, თავისი გადაწყვეტილებით, მეოთხე ბრიგადის ტერიტორიაზე საარჩევნო უბანი არ შექმნა, მეორე ნაწილში კი, შექმნა." - განაცხადა თინა ხიდაშელმა გადაცემაში 2030.
მინისტრის თქმით უშიშროების საბჭოს ფორმატში დიკუსიები ძალიან მნიშვნელოვანია.
„როცა ქვეყნის წინაშე სერიოზული გამოწვევებია, ძალიან მნიშვნელოვანია, დისკუსიები რაც შეიძლება ხშირად გაიმართოს, რომ ქვეყანას საფრთხეები ავარიდოთ. უშიშროების საბჭოს ფორმატში დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ საკითხები NATO-ს სამიტთან და სამშვიდობო მისიებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა სინქრონულად, ერთი და იგივე მესიჯის ფარგლებში ვილაპარაკოთ და შედეგის მისაღწევად, ერთმანეთის ქმედებების სინქრონიზაცია მოვახდინოთ." - განაცხადა ხიდაშელმა.