reportiori.ge - იან კელი: პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:11
პოლიტიკა
იან კელი: პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის
ავტორი:
30 იანვარი, 2016. 15:35


„პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ პანკისის ხეობაში ვიზიტისას განაცხადა. აღნიშნული განცხადებით იან კელი სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლავროვმა პანკისი ტერორიზმის თვალსაზრისით საფრთხის შემცველ ხეობად დაასახელა.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ძალიან გარკვევით გასცეს პასუხი ბრალდებებს ტერორისტული ბაზების არსებობის შესახებ. ცხადია, ტერორისტებთან ბრძოლაში შეერთებული შტატები საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პანკისში არ არის ტერორისტული ბაზა", - განაცხადა იან კელიმ.


საქართველოს პრეზიდენტთან და იან კელისთან ერთად ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, პანკისის ხეობაში პირველად იმყოფებოდა და მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პანკისიდან ტერორიზმის საფრთხე არ მოდის.

 

„პანკისის ხეობაში პირველად ვარ და ვეცნობი ვითარებას. რა თქმა უნდა, ყველამ გვითხრა, რომ აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს და რაიმე მსგავსი არც მე შემიმჩნევია. კარგად მესმის, რომ შეკითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარეობს, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას ძალიან სწრაფი და ნათელი პასუხი ჰქონდა. ასე რომ, ამ თემაზე დამატებით რაიმეს თქმა საჭირო არ არის", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016