პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სიმშვიდეა პანკისში
30 იანვარი, 2016. 15:38
„თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სიმშვიდეა პანკისში", - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პანკისის ხეობაში ვიზიტისას ჟურნალისტებს. აღნიშნული განცხადებით მარგველაშვილი გამოეხმაურა სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ „ისლამური სახელმწიფო" საქართველოში პანკისის ხეობის ტერიტორიას წვრთნებისთვის იყენებს.
„მე ვარ პანკისის ხეობაში და ჩემთან ერთად არიან ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩები, ჩემთან ერთად ხართ თქვენ, ჟურნალისტები და თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სიმშვიდეა აქ. აქაური მცხოვრებლების თქმით, ასეთი მშვიდი გარემო, სადაც კრიმინალი საერთოდ არ არსებობს, ალბათ სხვა ადგილებში ნაკლებად არის",- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27