reportiori.ge - ნათია სუხიაშვილი: ბიძინა კუჭავას სახელზე კიდევ ორი იარაღია რეგისტრირებული, რომლის ადგილმდებარეობა ჯერ უცნობია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:25
სამართალი
ნათია სუხიაშვილი: ბიძინა კუჭავას სახელზე კიდევ ორი იარაღია რეგისტრირებული, რომლის ადგილმდებარეობა ჯერ უცნობია
ავტორი:
30 იანვარი, 2016. 15:40


მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას სახელზე რეგისტრირებულია კიდევ ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ადგილმდებარეობაც არც გამოძებისთვის და არც ოჯახის წევრებითვის ცნობილი არაა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ გუშინ აღმოჩენილი იარაღი შენახვის უფლებით რეგისტრირებულია ბიძინა კუჭავას სახელზე, ასევე მას ეკუთვნის ის იარაღი, რომლითაც თავი მოიკლა.


„17 იანვარს, დღის საათებში, ცაგარელის ქუჩაზე აღმოჩენილი იქნა კუჭავას ა/მანქანა. აღმოჩენისთანავე ადგილზე მივიდნენ გამომძებლები და ექსპერტკრიმინალისტები. შესაბამისი ოქმით დაფიქსირდა ავტომანქანის მდგომარეობა, მანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში, სპეციალური საშუალებით მოხდა მისი გაღება, დასურათდა და მოხდა მისი პირველადი დათვალიერება, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა სპეცსადგომზე. გუშინ გამომძიებლების, ექსპერტების, კუჭავას ქვრივისა და ადვოკატის მონაწილეობით მანქანას მოეხსნა ლუქი და დათვალიერდა დეტალურად. აღებული იქნა მიკრონაწილაკები, სხვადასხვა ბიოლოგიური ნიმუშები. სავარძლის ქვემოთ, თვალისგან ფარულ ადგილას „ჩიხოლის" ქვეშ ნანახი იქნა ბიძინა კუჭავას სახელზე რეგისტრირებული „მაკაროვის" მარკის იარაღი. ამოღებული ნივთები ცალკე დაილუქა და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე, ხოლო მანქანა კუჭავას ქვრივისა და ადვოკატის თანდასწრებით დაილუქა და დგას სპეციალურ სადგომზე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მანქანაში აღმოჩენილი იარაღი შენახვის უფლებით რეგისტრირებულია ბიძინა კუჭავას სახელზე, ასევე მას ეკუთვნის ის იარაღი, რომლითაც თავი მოიკლა. გარდა ამისა, ბიძინა კუჭავას სახელზე რეგისტრირებულია კიდევ ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ადგილმდებარეობაც არც გამოძებისთვის და არც ოჯახის წევრებითვის, ამ დროისთვის ცნობილი არაა",- განაცხადა სუხიაშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016