საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე იმედით შეჰყურებს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიებას, რომლის უფლება ჰააგის სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას მისცა. ნიშნიანიძე „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საბოლოოდ უნდა გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე აგვისტოს ომის მოვლენებში.
„იმედი მაქვს, ჰააგის სასამართლო ობიექტურ დასკვნას მიიღებს, სიმართლის გაგებას ველოდები, დიდი ხანია დადგა იმის დრო, რომ გამოიძიებული იყოს, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ვისი დანაშაული იყო? ვისი გადაცდენა? ვინ გაბრიყვდა? ვინ ჩაყარა ამდენი ხალხი უბედურ დღეში? მოხდა თუ არა გენოციდი? - და, რა თქმა უნდა, მოხდა. ეს ყველაფერი გამოძიებული უნდა იყოს. ამ პროცესს იმედიანად შევყურებ, მგონია, რომ რაღაც მაინც გაირკვევა და სიმართლისკენ წავალთ ", - აცხადებს ნიშნიანიძე.