reportiori.ge - უშგულში ჩარჩენილი 30-კაციანი ჯგუფი წამლითაც და საკვებითაც უზრუნველყოფილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:52
რეგიონები
უშგულში ჩარჩენილი 30-კაციანი ჯგუფი წამლითაც და საკვებითაც უზრუნველყოფილია
ავტორი:
30 იანვარი, 2016. 17:29


უშგულში ჩარჩენილი 30-კაციანი ჯგუფი წამლითაც და საკვებითაც უზრუნველყოფილია. ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომელიც ამჟამადაც გზის გაწმენდით სამუშაებს თავად ხელმძღვანელობს.

 

„მე პირადად გავაგზავნე მათთან მედიკამენტები, ასევე მათ წამლები მესაზღვრეებმაც მიუტანეს. გადამღებ ჯგუფს არც წამლის, არც საკვების და არც სითბოს პრობლემა არ აქვს, ისინი უშგულში ყველაზე კარგ სასტუმროში არიან დაბინავებულები. სასტუმროს მეპატრონესთან პერმანენტული კავშირი გვაქვს", - აცხადებს ჟორჟოლიანი.


მისი თქმით, კალა-უშგულის მიმართულებით გზის გაწმენდის სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს ართულებს გარკვეულ მონაკვეთებზე ჩამოწოლილი ზვავი, რომლის გაწმენდაც თავიდან უხდებათ შესაბამის სამსახურებს.

 

„პრობლემა შეიქმნა ე.წ. დევისნაშენის მონაკვეთზე, სადაც ყველაზე ვიწრო და რთული გზაა, რის გამოც ტექნიკას გადაადგილება და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება უჭირს. გარდა ამისა, 9 ადგილას იყო ზვავი ჩამოწლილი და სამუშაოები ამანაც გაართულა. ამ დროისთვის გასაწმენდია 4-კილომეტრიანი მონაკვეთი და თუ დამატებით ზვავი არსად ჩამოწვა, გზის გახსნა და შესაბამისად, გადამღები ჯგუფის ჩამოყვანა დღის ბოლომდე მოხდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ საუბარია ევროპის ყველაზე მაღალმთიან სოფელზე, სადაც საქართველოში ყველა დასახლებულ პუნტზე მეტი თოვლია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ზვავსაშიში მონაკვეთებია, ჩვენ ერთი წუთით არ გავჩერებულვართ. ახლაც აქ ვიმყოფები და გზას ინტენსიურად ვწმინდავთ" , - განაცხადა ჟორჟოლიანმა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016