reportiori.ge - ომარ ნიშნიანიძე: საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ვაჭრობა მიდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 13:26
პრეს-დაიჯესტი
ომარ ნიშნიანიძე: საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ვაჭრობა მიდის
ავტორი:
30 იანვარი, 2016. 18:34


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის თქმით, კოალიციაში საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ვაჭრობა მიმდინარეობს. როგორც ნიშნიანიძემ „ალიას" განუმარტა, აღნიშნული ფაქტი მისთვის გასაკვირი არ არის, რადგან, მისი თქმით, 2012 წლის არჩევნების წინაც მსგავსი ვითარება იყო.


„ჩვენ ამ საქმეში ჯერჯერობით არავინ გვრევს, მაგრამ გულახდილად გეტყვით, სიებთან დაკავშირებით ვაჭრობა მიდის. თუმცა, არ მგონია, ეს პრობლემა გადაულახავი იყოს. მადა ყველას გვაქვს, მაგრამ რეალობა სხვანაირია, ჩვენ ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რა ეკუთვნით და რა არ ეკუთვნით კოალიციაში შემავალ სუბიექტებს.  

 

ჯერჯერობით ვაჭრობენ ერთმანეთში, თვითონ კოალიციაში შემავალი სუბიექტები. ჯერ სიტუაცია უკიდურესად არ არის გამწვავებული. არ მიკვირს, რაც ხდება, ადრეც ასე იყო, 2012 წელს კოალიციის შექმნის მომენტს ვგულისხმობ. როგორ ფიქრობთ, მაშინ ვაჭრობა არ მიდიოდა? მიდიოდა, რა თქმა უნდა. მადა მაშინაც მაგარი ჰქონდათ ვიღაცებს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ვადასტურებ, მაგ მხრივ რთული მდგომარეობაა, მაგრამ ვფიქრობ, ამასაც ეშველება", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016