reportiori.ge - ირაკლი სესიაშვილი: ინფორმაცია მაქვს, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:07
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: ინფორმაცია მაქვს, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში…
ავტორი:
30 იანვარი, 2016. 19:01


„თუკი ქართველი ჯარისკაცების მხრიდან ცენტრალურ აფრიკაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა არ დადასტურდება, ქართული მხარე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.


სესიაშვილის თქმით, თუკი დანაშაული დადასტურდება, კანონმდებლობის წინაშე ყველა პასუხს აგებს და ეს იქნება მწარე მაგალითი, რათა სახელმწიფომ პრევენციულად მეტი იმუშაოს მსგავსი ფაქტების განმეორების თავიდან ასაცილებლად.


„პირველ რიგში, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს ვითვალისწინებ, მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში, ამიტომ ნუ ვიქნებით მკაცრნი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს, ეს ადამიანები პასუხს აგებენ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ჩვენი ჯარის პრესტიჟზე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი მსოფლიოში. ზოგადად საერთაშორისო მისიებში, ყველა ქვეყნის მხრიდან, მსგავსი ფაქტები არის, ამიტომ ჩვენთვის ეს მწარე შემთხვევა და გამოცდილება უნდა იყოს მაგალითი იმისათვის, რომ ჩვენ პრევენციულად უფრო მეტი ვიმუშაოთ პირად შემადგენლობასთან, რათა მსგავს რაღაცას ადგილი არ ჰქონდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


მისი თქმით, ნებისმიერი ჩვენი ჯარისკაცის მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯი შეიძლება ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს და ამ მიმართულებით გენშტაბს აქვს მითითება, რომ მაქსიმალურად იმუშაონ პირად შემადგენლობასთან.

შეკითხვაზე, ხომ არ გააფუჭებს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოსა და მისი პარტნიორების ურთიერთობას, სესიაშვილმა განაცხადა, რომ ასე არ არის.


„ურთიერთობის გაფუჭება პარტნიორებთან დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას. ეს არის ჩვეულებრივი ინდივიდუალური დანაშაულის ეჭვი. თუ ეს დადასტურდა, კანონმდებლობის მიხედვით, პასუხი უნდა აგოს ყველამ. თუ არ დადასტურდა, ასევე ადეკვატურად მოვითხოვთ, ამის უარყოფა მოხდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016