reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: ერთსქესიანთა ქორწინება არ უნდა დაკანონდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:51
პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: ერთსქესიანთა ქორწინება არ უნდა დაკანონდეს!
ავტორი:
30 იანვარი, 2016. 20:44



დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ.



ძალიან სასიამოვნოა,რომ ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის უმრავლესობა უერთდება მოძრაობა "ეროვნულების" ინციატივას და  კატეგორიულ პოზიციას აფიქსირებს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება არ უნდა დაკანონდეს. ასევე ჩვენი  ბევრიპარლამენტარი მზადაა რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს მიერ ინციირებულ საკონსტიტუციო შესწორებას, რომლის მიხედვითაც ოჯახი განისაზღვრება როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობა (თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილის ინციატივა). გვინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადაუხადოთ ესეთი ეროვნული და პროგრესული პოზიციის გამო. ამ ფონზე მეტად საინტერესოა სხვა საპარლამენტო ფრაქციების თუ პარტიების პოზიცია. მინდა ყველას განვუმარტო, რომ რაც არ უნდა დაიმალონ ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ თქვენი პოზიციის ღიად დაფიქსირება ამ საკითხზე და ღმერთმა ნუ ქნას რომ თქვენი პოზიცია ბოკერია-რამიშვილის პოზიციის იდენტური აღმოჩნდეს, რადგან  სრული  პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება თქვენი სრული კრახის გარანტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მომავალ კვირას ჩვენი ინციატივა  ჩამოყალიბებული იურიდიული ფორმით გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და დიდი იმედი გვაქვს რომ ეს ისტორიული შესწორება საკონსტიტუციო იურიდიულ ნორმად დაკანონდება", - განაცხადა ბრეგაძემ.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016