ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ წელიწადნახევარზე მეტი გავიდა. დეპუტატ კობა კობალაძეს, როგორც თავად ამბობს საველე რეჟიმში უწევს მუშაობა მოსახლეობას ხშირად ხვდება და მათ პრობლემებს თავად აგვარებს, ან შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს დედაქალაქის მერიასა თუ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებას. მისივე თქმით ამ დრომდე ბიუროდან გასული 700ზე მეტი შაუმდგომლობაა დაკმაყოფილებული.
„რაიონი არის საკმაოდ რთული და ხელშესავლები. რთულია იმ თვალსაზრისით, რომ კომუნიკაციები ან არარსებობს, ან თუ არსებობს ძირეულად შესაცვლელია. საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალსაკანალიზაციო სისტემა, საცხოვრებლების ინფრასტრუქტურა, საკმაოდ რთული რაიონია, რადგან ავჭალას შემოერთებული რაიონები აქვს, სააგარაკო ნაკვეთები, ზაჰესი... მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს გავაკეთებთ. ყოველ ოთხშაბათს დილის 10 საათიდან გვიან საღამომდე მიმდინარეობს შეხვედრები, ვუსმენთ მოსახლეობის პრობლემებს. დანარჩენი 5 დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 10 საათდან საღამოს 6 საათამდე ფუნქციონირებს ბიურო და სამუშაო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. წინასაარჩევნო პროგრამით მოსახლეობას საცურაო აუზისა და სპორტკომპლექსის მშენებლობას დავპირდით", - ამბობს კობალაძე.
ადგილობრივი თვითმრთველობის არჩევნებამდე 2 წელიწადზე მეტია დარჩენილი. როგორც დეპუტატები ამბობენ, ისინი კომპეტენტენციის ფარგლებში მათ ხელთ არსებული რესურსის გათვალისწინებით აქტიურად განაგრძობენ საქმიანობას საკუთარ მაჟორიტარულ ოლქში. ამომრჩეველი კი მათ საქმიანობას 2018 ადგილობრივი თვითმართვლობის არჩევნებზე შეაფასებს.