მსოფლიო
მოსკოვში ხანძარს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
31 იანვარი, 2016. 14:36
მოსკოვში სამკერვალო საამქორში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი წლამდე ასაკის ბავშვია. მიმდინარეობს კიდევ ერთი პირის სამძებრო სამუშაოები. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა 9 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მაშველებმა ნანგრვებეში კიდევ 3 ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ცნობით, საამქროში მიგრანტები ცხოვრობდნენ.
შენობას ცეცხლი საღამოს გაუჩნდა. ცეცხლი მაშინვე მოედო მთელს ტერიტორიას და 3 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად შენობის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა.
6-მა პირმა შენობიდან თავის დაღწევა შეძლო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არ გამოირიცხება, მისი განზრახ გაჩენის ვერსიაც.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40