თურქეთის საჰაერო-სამხედრო ძალები განგაშის ნარინჯისფერ დონეზეა გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივი სამხედრო წრეების წარმომადგენლები განმარტავენ, თურქეთის ავიაბაზებზე გამოცხადებული განგაშის ფორმა გულისხმობს ყველაფრისთვის სრულ მზადყოფნას და მფრინავების მხრიდან დაუყოვნებლივ პასუხს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე.
ავიაბაზებზე განგაშის დონე მას შემდეგ აამაღლეს, რაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰარეო სივრცე დაარღია.
თუქრეთში განგაშის 3 ძირითად ფორმას იყენებენ: თეთრი (თავდასხმის მცირე ალბათობა), ყვითელი (თავდასხმის ალბათობა არსებობს) და წითელი (შეტაკების ან ომის მაღალი ალბათობა), თუმცა სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის არსებობს ასევე ნარინჯისფერი დონე, რომელიც ფორმალურად ნიშნავს, რომ შეტაკებები ნებისმიერ დროს შეიძლება განხორციელდეს და სამხედრო ძალები მზად უნდა იყვნენ თავდაცვისა და თავდასხმისთვის.