reportiori.ge - „პატრიოტთა ალიანსის“ ყრილობა ხალხმრავლობის გამო ღია ცისქვეშ გაგრძელდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:02
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ ყრილობა ხალხმრავლობის გამო ღია ცისქვეშ გაგრძელდა
31 იანვარი, 2016. 18:08




„პატრიოტთა ალიანსმა" მორიგი პარტიული ყრილობა გამართა. დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის ხელახალი არჩევა მოხდა, „პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე მომდევნო 3 წლის განმავლობაში დავით თარხან-მოურავი იქნება. შეკრება მხარდამჭერთა სიმრავლის გამო ღია ცისქვეშ გაიმართა. პარტიის მიერ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" დაქირავებულ დარბაზში ყრილობის დელეგატთა დატევა ვერ მოხერხდა, რადგან შეხვედრაზე განსაზღვრულზე მეტი ადამიანი მივიდა.


ყრილობაზე პარტიის ლიდერებმა პარტიული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს.  


„2016 წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წელი , ჩვენი გამარჯვებისთვის აუცილებელია გავერთიანდეთ. უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ სამართლიან, ბედნიერ საქართველოში, სადაც ახლა 76 000 ბავშვი შიმშილობს და ჩინოვნიკები კი 60 000-იან პრემიებს იღებენ. უნდა ვიბრძოლოთ, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც მოხდა საგარეჯოში. ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს არის ქვეყანა სადაც გამარჯვებულ კაცს დამარცხებულად აცხადებენ... ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ძველი გამოცდილობა და ვებრძოლოთ ახალ  „მიშა 2"-ს, თინა ხიდაშელს და მის პოლიტიკურ ოჯახს, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა.


ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ საპროტესტო აქციებიც დაანონსა. დავით თარხან მოურავის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში არ შეიცვლება საარჩევნო გარემო და კანონმდებლობა, დაიწყება მასშტაბური და პერმანენტული ხასიათის  შიმშილობის აქციები.


 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016