reportiori.ge - ილია მეორე: მართლმადიდებლობა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:14
რელიგია
ილია მეორე: მართლმადიდებლობა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 03:26


მსოფლიო მართლმადიდებელთა საეკლესიო კრება ივნისში გაიმართება. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ეს გადაწყვეტილება ჟენევაში, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეხვედრაზე მიიღეს.



"ამ ერთი კვირის განმავლობაში იყო შეხვედრები, კამათი და კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. მართლმადიდებლობა არის ის ეკლესია, რომელიც ატარებს რწმენას და ტრადიციებს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიისა. მათ გადაწყვიტეს, რომ ივნისში ჩატარდება მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრება და განიხილება ზოგიერთი საკითხი. ის საკითხები, რომელიც იწვევს განსხვავებულ აზროვნებას, მიდგომას, არ იქნება განხილული, მაგალითად, კალენდარი. ზოგიერთი ეკლესია ძველ სტილზეა, ზოგი - ახალზე, მაგრამ ეს არ არის დოგმატი. ჩვენ როგორც ვიყავით ძველ სტილზე, ისე დავრჩებით. უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი სიმტკიცე მართლმადიდებლობის ერთგულებისა ჩვენმა დელეგაციამ გამოიჩინა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ეკლესია იყო, არის და იქნება მართლმადიდებლობის ერთგული აწ და მარადის. საქართველოს ეკლესია ის ეკლესიაა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ერი ნგრევისაგან და მომავალშიც ჩვენი ეკლესია იქნება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე", - განაცხადა უწმინდესმა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი.


ქადაგების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა და მრევლს თამარობის დღესასწაული მიულოცა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016