„პატრიოტთა ალიანსმა" მორიგი პარტიული ყრილობა გამართა. დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის ხელახალი არჩევა მოხდა, „პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე მომდევნო 3 წლის განმავლობაში დავით თარხან-მოურავი იქნება. შეკრება მხარდამჭერთა სიმრავლის გამო ღია ცისქვეშ გაიმართა.
ყრილობაზე პარტიის ლიდერებმა პარტიული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
„2016 წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წელი , ჩვენი გამარჯვებისთვის აუცილებელია გავერთიანდეთ. უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ სამართლიან, ბედნიერ საქართველოში, სადაც ახლა 76 000 ბავშვი შიმშილობს და ჩინოვნიკები კი 60 000-იან პრემიებს იღებენ. უნდა ვიბრძოლოთ, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც მოხდა საგარეჯოში. ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს არის ქვეყანა სადაც გამარჯვებულ კაცს დამარცხებულად აცხადებენ... ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ძველი გამოცდილობა და ვებრძოლოთ ახალ „მიშა 2"-ს, თინა ხიდაშელს და მის პოლიტიკურ ოჯახს, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
"ქორთიარდ მერიოტის" 1400 კაციანმა დარბაზმა და ფოიემ ერთად ვერ დაიტია ხალხის რაოდენობა. 1815 დელეგატი და 4000- ზე მეტი პარტიის წევრი და მხარდამჭერი გვესტუმრა."- აღნიშნავს ირმა ინაშვილი.