reportiori.ge - პატრიარქმა დოკუმენტს „ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები“ ხელი არ მოაწერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:12
რელიგია
პატრიარქმა დოკუმენტს „ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები“ ხელი არ მოაწერა
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 10:35


საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წმინდა და დიდ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება საერთო მართლმადიდებლური აღიარება (ავტორიტეტი) და არა საყოველთაო სავალდებულო ხასიათი.


22-27 იანვარს ჟენევაში (შამბეზში), მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქო ამზადებს 16-28 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართი კრების განსახილველი ტექსტების ქართულ ვარიანტს, რომელსაც მალე გამოაქვეყნებს:

 

"22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების ჟენევაში (შამბეზში) გამართული შეხვედრის ძირითადი შედეგები ასეთია: როგორც უკვე განვაცხადეთ, წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდება; შეთანხმებული და ყველას მიერ მიღებული საკითხების გარდა სხვა თემა კრებაზე არ განიხილება; წმინდა და დიდ კრებაზე მოხდება უკვე შეჯერებული საკითხების ხელახლა განხილვა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებების საბოლოო მიღება.

 

თითოეული ავტოკეფალური ეკლესია ერთი ხმის უფლებით ისარგებლებს. მიიჩნევა, რომ წმინდა და დიდ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება საერთო მართლმადიდებლური აღიარება (ავტორიტეტი) და არა საყოველთაო სავალდებულო ხასიათი. იგეგმება, რომ წმინდა და დიდი კრების გახსნას და დახურვას მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრონ სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და დენომინაციების წარმომადგენლები შეზღუდული რაოდენობით; უშუალოდ კრებას კი, - მხოლოდ მართლმადიდებელი იერარქები, სამღვდელოების, ბერ-მონოზვნებისა და ღვთისმეტყველთა გარკვეული რაოდენობა. კრების ჩატარება განზრახულია 16-28 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე.

 

აღვნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ შამბეზში ასევე განხილული იყო სამი საკითხი, რომელთაგან საერთო კალენდრის თემა ამოღებული იქნა დღის წესრიგიდან. ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში" ნაწილობრივ ჩასწორდა, ხოლო დოკუმენტმა, - „ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები,"- რადგან სათანადო ცვლილება არ განიცადა, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელმა მას ხელი არ მოაწერეს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკითხი კიდევ უნდა დამუშავდეს.

 

საქართველოს საპატრიარქო ამზადებს კრებაზე განსახილველი ტექსტების ქართულ ვარიანტს და მალე გამოაქვეყნებს", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016