ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინულ გადაცემაში "სტუმრად დიმიტრი გორდონთან" ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ მას არასდროს მოუხმარებია ნარკოტიკული საშუალებები.
- ბევრისგან მსმენია, რომ სააკაშვილი უცნაურად იქცევა, ალბათ რაღაცას იყნოსავს-ო... - ეკითხება გადაცემის წამყვანი დიმიტრი გორდონი.
"მათ ძალიან გაუმართლათ, რომ არ ვიყნოსავ, მათ, ვინც ასე ფიქრობს. ეს არის ის ხალხი, რომელსაც არ ვუყვარვართ და ნებისმიერი რამის მოფიქრება შუძლიათ. ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს. არანაირი სახის ნარკოტიკული საშუალება არ გამისინჯავს.
საქართველოში, თავის დროზე, ჩვენ ნარკოტიკების წინააღმდეგ ვიბრძოდით, რამაც ძალიან დააზარალა კლუბები. მახსოვს, ერთხელ ერთი მსახიობი გოგო მოვიდა ჩვენთან და მეუბნება, ბატონო პრეზიდენტო, ვერაფერს ვშოულობ-ო და მე ვუთხარი, თუ რამეს ნახავ, არავინ არაფერს დაგიშავებს და ერთად მოვიხმაროთ-მეთქი, ანუ დარწმუნებული ვიყავი, რომ რამდენიც არ უნდა ეძებნა, ვერანაირ ნარკოტიკულ საშუალებას ვერ იპოვნიდა", - აღნიშნავს ოდესის გუბერნატორი.
ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე სააკაშვილის განცხადებაზე სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს:
„მოსაწევზე არაფერი უთქვამს, კ სტაწი... ნუ, მახათას მთაზე პატრიარქის სკამში რომ ჩახტა, ეგ არაფერი... ", - წერს ლეფსვერიძე.