reportiori.ge - გიორგი კვირიკაშილმა გახსნა ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:45
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშილმა გახსნა ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 11:49


საერთაშორისო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები მიმდინარეობს. ფორუმი „ქორთიარდ მარიოტში" ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში იმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებიან.


ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ბეკინა კადენბახი და IDFI-ს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.



გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს ფორუმის დაწყებამდე განუცხადა, რომ ფორუმი ორდღიანია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და საქართველოს დემოკრატიული განვითარება.


მისი თქმით, მომხსენებლები იმსჯელებენ NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, ევროპის ენერგოთანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე და ა. შ.



სპეციალურად ფორუმისთვის საქართველოს უცხოელი ექსპერტებიც ეწვივნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016