reportiori.ge - ვის ეკისრება გაზის მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენებაზე პასუხისმგებლობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:20
პრეს-დაიჯესტი
ვის ეკისრება გაზის მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენებაზე პასუხისმგებლობა
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 14:06


25 იანვარს თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე მცხოვრები ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარაცვლილი იპოვეს, ვარაუდობენ, რომ სიკვდილის მიზეზი გამათბობელი გახდა, რომელიც ბინის მეპატრონემ რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟა. ბუნებრივი აირის გაჟონვას გასულ კვირას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შეეწირა. ცოლი შვიდი თვის ორსული იყო.


ევროპული რეგულაციები...

 

გათბობისა და წყლის გამაცხელებელი მოწყობილობები ევროპის ქვეყნებში რომ გაიყიდოს, აუცილებელი პირობაა, დამზადდეს ყველა უსაფრთხო წესის დაცვით. გარდა ამისა, ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა უნდა განაცხადოს ქალაქის მუნიციპალიტეტში, რომ სურს გამათბობლის დამონტაჟება. მომსახურების გასაწევად მომხმარებლის ბინაში მიდის ხელოსანი, რომელიც პასუხისმგებელია მოწყობილობის უსაფრთხოებაზე. ფორმდება ხელშეკრულება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის და ლიცენზირებული ხელოსანი ამონტაჟებს. თვითნებურად დაყენებული გამათბობლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხარებელს გამოეწერება ადმინისტრაციული ფულადი ჯარიმა და მოწყობილობაც მოიხსნება. მობინადრემ უნდა წარმოადგინოს კომპეტენტური სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოების დებულებით გაწერილ მოთხოვნებს.


ექსპერტები მთავრობას ქვეყანაში უხარისხო გამათბობლების შემოტანაზე სიმკაცრეს, ტექნიკური ჯგუფის, მონიტორინგის შექმნას ურჩევენ.


გია ბურჯანაძე, ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე: - უპირველესად, ამ უბედურების მიზეზია ქვეყანაში უხარისხო გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების შემოტანა. მაინცდამაინც ვინმე მაღალჩინოსნის ახლობელი უნდა დაიღუპოს, რომ ამ მიმართულებით მონიტორინგის სამსახური შეიქმნას?! რამდენიმე წლის წინ მერიამ მუნიციპალიტეტებთან და გამგეობებთან ერთად შექმნა მობილური ჯგუფები და იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების გაუმართაობაზე, შეეძლოთ, უფასოდ გამოეძახებინათ ბინაზე სპეციალისტები, შეემოწმებინათ აპარატურა და საჭიროებისას შეეკეთებინათ. დღეს არც ეს პროექტია და აღარც გაზის სპეციალისტები.


მოქალაქეები ხშირად ელიავას ბაზრობიდან მოყვანილ არაპროფესიონალ მუშებს ამონტაჟებინებენ გაზის თუ წყლის გამათბობლებს. როდესაც მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, არ ვარგა ირანული და ჩინური წარმოების ესა თუ ის პროდუქტიო, მოსახლეობა მაინც ყიდულობს სიიაფის გამო; ამასთან, როდესაც სპეციალისტი გვირჩევს, რომ წყლის გამათბობელი გარეთ უნდა დამონტაჟდეს, მაინც ჯიუტად ვითხოვთ სამზარეულოში დამონტაჟებას".

 

გია არაბიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი: „ყაზტრანსგაზში" არსებობს ტექნიკური განყოფილება, რომელსაც თუ მოქალაქე მიმართავს, მისი წარმომადგენელი გამოძახებაზე მიდის. ვის ეკისრება უბედურ შემთხვევებსა და გაზის მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენებაზე პასუხისმგებლობა, ძნელი სათქმელია. ხშირად მოსახლეობა გამათბობელს თვითნებურად ამონტაჟებს, ან არასპეციალისტს ამონტაჟებინებს".


ექსპერტები მოქალაქეებს დაეჭვების შემთხვევაში სპეციალისტების გამოძახებას ურჩევენ, რომელთაც მოქალაქეებისთვის რამდენიმე რეკომენდაცია აქვთ, მათ შორის აუცილებელა დოზიმეტრის გამოყენებაც, რომელიც შინ მონტაჟდება. ის უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას ვერ იძლევა, თუმცა ნამწვის მაღალი კონცენტრაციისას საფრთხის შესახებ მომხმარებელს ხმოვანი სიგნალით აფრთხილებს.


გია არაბიძე: „აუცილებელია ე.წ. ინკასატორების დატრენინგებაც, რათა მათ მოვალეობაში შედიოდეს მომხმარებლის მრიცხველზე ანათვალის აღების დროს შეამოწმონ ბუნებრივ აირზე მომუშაე გამათბობლები თუ სხვა მოწყობილობები.


საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, თანხის დაზოგვის მიზნით ხშირად ერთ ოთახს ათბობს, ძირითადად - სამზარეულოს, სადაც ე.წ. კამფორკას ანთებს. სამზარეულოს ფართობი 8-10 კვადრატული მეტრია და იქ დაახლოებით 20-25 კუბური მეტრი ჰაერია. 1 კუბმ გაზის დაწვას 10 კუბმ ჰაერი სჭრდება. ამასთან, მავნე ნივთიერებებიც გამოიყოფა. აბა, წარმოიდგინეთ, რომ 1 კუბმ ბუნებრივი აირი 2-3 საათში დაწვით, შესაბამისად, 10 კუბმ ჰაერიც მოიხმარეთ, მისი ნამწვი კი სამზარეულოში დარჩა. თუ ადამიანს გათბობის სხვა საშუალება არა აქვს, ნახევარ საათში ერთხელ ოთახი უნდა გაანიავოს. როგორც კი მთქნარება მოეძალება, უნდა მიხვდეს, რომ ეს ჟანგბადის უკმარისობით არის გამოწვეული...


რაც შეეხება გაზის გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს, კარგი იქნება, შემოვიდეს რეგულაცია, რომელიც სპეციალისტის დასკვნის გარეშე დამონტაჟებული მოწყობილობის მომხმარებელს დააჯარიმებს. ამით ავიცილებთ თავიდან ფატალურ შედეგებს. კატეგორიულად იკრძალება წყლის გამათბობლის ან გამაცხელებლის დამონტაჟება აბაზანაში, რადგან ორთქლი შთანთქავს ჟანგბადს".


კომპანია „ყაზტრანსგაზის" ვებგვერდზე, უსაფრთხოების წესების განმარტებაში წერია, რომ წესების დარღვევაზე, მათ შორის გაზის მოწყობილობების არასწორ ექსპლუატაციაზე, კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის და მოქალაქეებს აკისრებს. თუმცა, როგორც „ყაზტრანსგაზში" განგვიმარტეს, ეს სემეკის დადგენილებაა.


ნინო თურმანიძე, „ყაზტრანსგაზის" კომპანიის მმართველი: - „საავარიო სამსახურის ცხელი ხაზი - 114, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ნებისმიერ ავარიულ შემთხვევაში ახდენს რეაგირებას. ასევე გვაქვს ცხელი ხაზი, რომელზე დარეკვის შემთხვევაშიც ნებისმიერ აბონენტთან მივდივართ და ვუმოწმებთ მოწყობილობის გამართულობას, თუმცა, მისი მონტაჟი ჩვენს მოვალეობაში არ შედის.


- თქვენს ვებგვერდზე წერია, რომ წესების დარღვევაზე „ყაზტრანსგაზი" პასუხისმგებლობას მოქალაქეებს აკისრებს.

 

- ეს არის სემეკის დადგენილება. უბედური შემთხევები, ძირითადად იმის გამო ხდება, რომ ჩვენს მიერ დაწუნებული დანადგარი შემდეგ აბონენტმა თვითნებურად მიაერთა.

 

 

თორნიკე ჯაყრიშვილი

გაზეთი „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016